ირანმა აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის ცვლილება მოითხოვა - Palitra News

ირანმა აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის ცვლილება მოითხოვა

2026-02-04 09:26:17+04:00

საერთაშორისო მედია ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის ცვლილება მოითხოვა. შეხვედრა პარასკევს, სტამბოლში იყო დაგეგმილი, თუმცა ახლა თეირანი ითხოვს, რომ მოლაპარაკებები ომანში გაიმართოს. ამასთან, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ირანის მოთხოვნაა, რომ მოლაპარაკებები ჩატარდეს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის და არა რამდენიმე არაბული და მუსლიმური ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და აბას არაღჩის შეხვედრა 6 თებერვალს სტამბოლში იყო დაგეგმილი.