3 თებერვალს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის ნაწილობრივი "შატდაუნის" დასრულებას მხარი დაუჭირა - Palitra News

3 თებერვალს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის ნაწილობრივი "შატდაუნის" დასრულებას მხარი დაუჭირა

2026-02-04 09:27:19+04:00

3 თებერვალს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის ნაწილობრივი "შატდაუნის" დასრულებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის 96% დაფინანსებულია, მაგრამ დარჩენილი 4% ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ იმიგრაცია, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი. დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ თანხმდებიან საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსებაზე, რომელზე შეთანხმების მისაღწევადაც ვადა 13 თებერვლამდე აქვთ. გასულ პარასკევს სენატში მხარდაჭერის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს მოუწოდა მთავარი ფინანსური კანონის არსებული ფორმით მხარდაჭერისკენ, რითაც უარი თქვა ზოგიერთი თანაპარტიელის მოთხოვნით ცვლილებების შეტანაზე. აშშ-ის ხელისუფლების მუშაობის ნაწილობრივი შეჩერება - "შატდაუნი" - დაიწყო 31 იანვარს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სენატმა მთავრობის საკვანძო უწყებების მიმდინარე საფინანსო წლის განმავლობაში დაფინანსების კანონპროექტთა პაკეტი მიიღო.