დავით მათიკაშვილი - გერმანია მსოფლიოს საკმაოდ საჭირო და მოქნილ მექანიზმებს სთავაზობს იმ რთული მოცემულობის პრობლემის გადასაჭრელად, რასაც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ შეგნებულად ანტიკონსტიტუციური ნაბიჯების გადადგმა ჰქვია - Palitra News

დავით მათიკაშვილი - გერმანია მსოფლიოს საკმაოდ საჭირო და მოქნილ მექანიზმებს სთავაზობს იმ რთული მოცემულობის პრობლემის გადასაჭრელად, რასაც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ შეგნებულად ანტიკონსტიტუციური ნაბიჯების გადადგმა ჰქვია

2026-02-04 12:21:05+04:00

პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ. სახელისუფლებო გუნდში იდეა მას შემდეგ გაჩნდა, პლენალურ სხდომაზე, "გრანტების შესახებ" კანონის განხილვისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა დასვა კითხვა: ხომ არ უნდა იფიქრონ, რაიმე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს და ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. ამდენად, პარლამენტის თანხდომის შემთხვევაში ინიციატივას შესაძლოა გარკვეული კანონპროექტის სახე მიეცეს. რაც შეეხება უკვე ინიციარებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, პარლამენტის მიერ გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულია. სიახლის თანახმად. გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი სუბიექტისთვის ფულადი ან ნატურალური სახსრების გადაცემა, რომელიც შესაძლოა ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდეს. ვინ რა მოტივით ეთანხმება ცვლილებებს და რა არგუმენტებს უპირისპირებენ კრიტიკოსები ოპონენტებს?