საპატრულო პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე, ორი პირი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი ირანის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი პირის, რომელთა შორის ერთ-ერთი ბელარუსის მოქალაქეა. დანაშაული ორივე შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.