საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენ დან ჰან რაჰანს შეხვდა - Palitra News

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენ დან ჰან რაჰანს შეხვდა

2026-02-04 12:34:21+04:00

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენ დან ჰან რაჰანს შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებიც. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.