როიტერსის ინფორმაციით, აშშ-მა ჩამოაგდო ირანული დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში აშშ-ის ავიამზიდს უახლოვდებოდა - Palitra News

როიტერსის ინფორმაციით, აშშ-მა ჩამოაგდო ირანული დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში აშშ-ის ავიამზიდს უახლოვდებოდა

2026-02-04 12:37:28+04:00

როიტერსის ინფორმაციით, აშშ-მა ჩამოაგდო ირანული დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში აშშ-ის ავიამზიდს უახლოვდებოდა. როგორც გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის სამხედროებმა ჩამოაგდეს ირანული დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნს“ უახლოვდებოდა. წყაროს თქმით, ირანული Shahed-139-ის ტიპის დრონი საავიაციო გემისკენ მიფრინავდა, როდესაც ის ამერიკულმა F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანი აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას და სტამბოლის ნაცვლად ომანში გამართვას ითხოვს. ორი ქვეყნის ოფიციალური პირების შეხვედრა პარასკევს არის დაგეგმილი. მედიის ინფორმაციით, რომ ირანის მოთხოვნაა, რომ მოლაპარაკებები ჩატარდეს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და არა რამდენიმე არაბული და მუსლიმური ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად.