1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი კვლავ დავის საგანია. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ნაწილი ინიციატივის წინააღმდეგია. ამ წუთებში ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეკრებილი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ითხოვენ გასაჯაროვდეს კვლევა, რომლის საფუძველზეც ხელისუფლება ორი უნივერისტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას პოზიციტურად აფასებს. ამის ფონზე საკითხზე შეხვედრები გრძელდება, არადა, როგორც განათლების სამინისტროში გამართული გუშინდელი შეხვედრის შემდეგ აკადემიურმა პერსონალმა განაცხადა გაერთიანების გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა მსჯელობა მიმდინარეობსს დეტალებზე, რათა პროცესი მინიმალურად მტკივნეული იყოს. რას ემსახურება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება - კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას თუ განათლების ხარისხის გაუმჯობესებას? - პოლიტიკოსების, სტუდენტებისა და პროფესორების შეხედულებები ორად იყოფა. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოდან გვიერთდება.