მთავრობის მიერ სკოლებში დაგეგმილ რეფორმას და ამ მიმართულებით “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს - Palitra News

მთავრობის მიერ სკოლებში დაგეგმილ რეფორმას და ამ მიმართულებით “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს

2026-02-04 15:21:16+04:00

მთავრობის მიერ სკოლებში დაგეგმილ რეფორმას და ამ მიმართულებით “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს. დღესვე იგეგმება ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება. პროექტის თანახმად, სრული ზოგადი განათლება მოიცავს არანაკლებ 11 წელს.. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, XII კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას მოისურვებენ. XII კლასში სწავლა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე წარიმართება. უქმდება სკოლის სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების წესი. კანონში გაიწერება, რომ სამინისტრო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს შექმნას, მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ - დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით - საჯარო სკოლებისთვის მის მიწოდებას. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება. კანონის პროექტის თანახმად, სამინისტრო დაამტკიცებს სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების - მათ შორის მობილური ტელეფონის გამოყენების ზოგად პირობებს. ცვლილებები პლენალურ სხდომაზე განიხილეს.