"ქართულ ოცნება" აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების მზაობას გამოთქვამს და საპასუხო პოზიციას ელოდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, სწორედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. ოპოზიციას ურთიერთობების გამოსწორების იმედი არ აქვს. ამასობაშო "გახარია საქართველსთვის" გუნდის წევრმა გიორგი შარაშიძემ სუს-ის ხელმძღვანელის ამერიკაში ვიზიტის შესახებ განაცხადა, თუმცა მოგვიანებით, უწყებამ აღნიშნული არ დაადატურა და განმარტა, რომ მამუკა მდინარაძე თბილისში იმყოფება. ვის როგორ ესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა?