პარლამენტის ბიურომ სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცა - რა ეტაპზეა სამუშაო პროცესი? - Palitra News

პარლამენტის ბიურომ სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცა - რა ეტაპზეა სამუშაო პროცესი?

2026-02-04 15:41:10+04:00

პარლამენტის ბიურომ სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცა. 14 წევრისგან შემდგარ კომისიაში შვიდი წევრი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ იქნება. კომისიაში სამი წევრით იმუშავებს ფრაქცია „საქართველოსთვის“. სამი წევრი ეყოლება პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - დროებით კომისიაში „ევროპელი სოციალისტებიდან“ ერთი წევრი შევიდა. დროებით საპარლამენტო კომისია სამი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს. მუშაობას განაგძობს სამთავრობო საკოორდინაციო კომისიაც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აკეთებენ ყველაფერს რათა, ფასები შემცირდეს. პრემიერის ინფორმაციით, დაანოსნებული პროცესი მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. რა ეტაპზეა სამუშაო პროცესი?