საქართველო–აშშ-ის ურთიერთობების პერსპექტივები კვლავ განხილვის საგანია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო, თუმცა შეხვედრის კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება. საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე მზაობას გამოხატავს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თბილისს ურთიერთობების დაწყება სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით სურს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან რიგ საკითხებზე პოზიციები თანხვედრაშია, თუმცა პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით საქართველო მოლოდინის რეჟიმში რჩება. ურთიერთობების გამოსწორების იმედი არ აქვს ოპოზიციას. ვის როგორ ესახება გადატვირთვის პოლიტიკა?!