ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში კვლავ საგანგაშო რჩება - საერთაშორისო ორგანიზაცია მკვეთრ შეზღუდვებზე აქცენტირებს - Palitra News

ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში კვლავ საგანგაშო რჩება - საერთაშორისო ორგანიზაცია მკვეთრ შეზღუდვებზე აქცენტირებს

2026-02-04 21:18:29+04:00

ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში კვლავ საგანგაშო რჩება - საერთაშორისო ორგანიზაცია მკვეთრ შეზღუდვებზე აქცენტირებს. Human Rights Watch-ის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ფართომასშტაბიანი კანონები მიიღო, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკულად განწყობილი მედიის საქმიანობის შეზღუდვას ისახავს მიზნად. ანგარიშში ასევე გამოყოფილია თვითმმართველობის არჩევნების ფონზე განვითარებული მოვლენები, დაკავებები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ შეზღუდვები.