სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილმა დროებითმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა. პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იყო, სადაც კომისიის თავმჯდომარედ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი - შოთა ბერეკაშვილი, ხოლო მის მოადგილედ “ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი აირჩიეს. დროებითი კომისია მომავალი კვირიდან სამუშაო რეჟიმში გადავა. დაგეგმილია, სექტორის წარმომადგენლების მიწვევა და იმ გამოწვევების განხილვა, რაც ბერეკაშვილის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ფასებზე აისახება. სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი კომისია 14 წევრისგან შემდგება. როგორ დაკომპლექტდა კომისია და რა ეტაპზეა სამუშაო პროცესი?!