აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო - როგორც ცნობილია, შეხვედრას სამივე დელეგაცია სრული შემადგენლობით ესწრება - Palitra News

აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო - როგორც ცნობილია, შეხვედრას სამივე დელეგაცია სრული შემადგენლობით ესწრება

2026-02-04 21:19:50+04:00

აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო. როგორც ცნობილია, შეხვედრას სამივე დელეგაცია სრული შემადგენლობით ესწრება. მანამდე, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა. მხარეებს შორის კონსულტაციების პარალელურად კი, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს. ბოლო ცნობებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.