რა მიზნით გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა ამერიკის სახელწმიფო დეპარტამენტში. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ რომ შეერთებულმა შტატებმა დახურულ კარს მიღმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს ის შეშფოთება გაუზიარა, რაც ამერიკის ადმინისტარციას ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გააჩნია. საგარეო წუყებაში აცხადებენ რომ დახურულ კარს მიღმა საუბარი 2 ქვეყანას შორის სამომავლო პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერებას შეეხო. ამავედროს, ისევ განხილვის თემაა საქართველოს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შერთებულ შტატებში შესაძლო ვიზიტის საკითხიც. პარტია გახარია საქართველოსთვის წევრები ამტკიცებენ რომ მამუკა მდინარაძე ვაშინგტონში სპეციალური მისიით ჩავიდა. ცნობას თან ახლავს ვარაუდიც. პარტიაში ამბობენ რომ შესაძლოა სუსის მოქმედი უფროსი შტატებში ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაემგზავრა. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას კვლავ უარყოფს თავად სუსი.