თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო - Palitra News

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

2026-02-05 09:40:08+04:00

39 მომხრე - 1 წინააღმდეგი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს წევრებმა სრული უმრავლესობით დააფიქსირეს პოზიცია რომ თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას მხარს არ უჭერენ. თსუ-ს სენატი მიიჩნევს, რომ 2 უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივა დასაბუთებული არაა, ეს კი მათი აზრით, ფართო დიალოგის დაწყების მთავარი წინაპირობა უნდა გახდეს. უკვე ცნობილია რომ უნივერსიტეტების წარმომადგენლები განათლების სამინისტროსთან პირველ ერთობლივ შეხვედრას პარასკევს გამართავენ. ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეფორმა კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა.