ხელისულფლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს - რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას გადაწყვეტილების გასასამართლებად - Palitra News

ხელისულფლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს - რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას გადაწყვეტილების გასასამართლებად

2026-02-05 12:19:53+04:00

პროტესტის მიუხედავად ხელისულფლებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. გადაწყვეტილებას არ ეგუებიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ისინი სტუ-ს მეექვსე კორპუსის ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას დღესაც აპირებენ. უნივერსიტეტების გაერთიანების წინაარმდეგია თსუ-ს სენატიც. გამოქვეყნებულ ოქმში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება დასაბუთებული და მიზანშეწონილი არ არის, პროცესი უნდა შეწყდეს და მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდეს. ცვლილების ინიციატორები გაერთიანების პროცესის გაუქმების მომხრე არ არიან, თუმცა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. პოზიციების შესაჯერებლად განათლების მინისტრსა და ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი. რა მასშტაბურ ადმინისტრაციულ და აკადემიურ რისკებს ხედავენ კრიტიკოსები რეორგანიზაციის შედეგად და რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას საკუტრარი გადაწყვეტილების გასასამართლებად?