2025 წელს შეღავათიანი აგროკრედიტით 4 400-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ჯამურად კი 800 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი გაიცა. შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწამოო პროცესების გაუმჯობესებაა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან 2025 წლის ნოემბრის ჩათვლით, შეღავათიანი აგროკრედიტით საქართველოში 49 900 ფერმერმა ისარგებლა, ხოლო თანხობრივად, ბოლო 12 წლის განმავლობაში მათზე 8 მილიარდი ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა მოხდა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ კი 1 მილიარდ 300 მილიონ ლარს გადააჭარბა.