საქართველოში საქონლის ხორცი ისევ გაძვირდა. ახლა მოგიყვებით იმის შესახებ საიდან შემოდის საქართველოში, როგორც გაყინული ისე ახალი ხორცი. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ძროხის ხორცის ფასის წლიურმა ზრდამ 13.47% შეადგინა. მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ქვეყანაში შემოდის, როგორც გაყინული, ასევე ახალი ხორცი. მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს წლიურად შემცირდა გაყინული ხორცის იმპორტი, ხოლო ახალი ხორცის იმპორტი პირიქით გაიზარდა. 2025 წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 25 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 5 093 ტონა გაყინული ხორცი. რაც შეეხება ახალ ხორცს, მისი წილი გაყინულთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირეა, სულ რაღაც 9,5 მილილონი დოარის შემოგვიტანია გასულ წელს, ასე 1600 ტონა, თუმცა ფასია გაზრდილი ერთი წლის განმავლობაში 16%-ით. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ვიგებთ, გაყინული ხორცი საქართველოში ძირითადად ბრაზილიიდან, ლიეტუვადან, უკრაინიდან, არგენტინიდან და რუსეთიდან შემოდის. რაც შეეხება ახალი ხორცის იმპორტს, ძირითადი მომწოდებელი ქვეყანა ბელარუსია, შემდეგ პოზიციაზეა რუსეთი, უკრაინა და ძალიან მცირე რაოდენობით ახალი საქონლის ხორცი თურმე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არაბთა გაერთიანებული საამიეროებიდანაც შემოგვაქვს.