თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივესიტეტის გაერთიანების შესახებ, ოპოზიციის, აკადემიური სფეროსა და სტუდენტების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. ინიციატივას კვლავ წინააღმდეგობას უპირისპირებენ სტუდენტები და პროფესორები. ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უნივერსიტეტების გაერთიანების წინაარმდეგია თსუ-ს სენატიც. გამოქვეყნებულ ოქმში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება დაუსაუბუთებელია. სენატის აზრით, გამოსავალი პროცესის შეწყვეტა და მხარეებთან კომუნიკაციის გაგრძელებაა. განათლების სამინისტრო მოსაზრებების შეჯერებაზე მუშაობს, თუმცა სამუშაო შეხვედრები არა გადაწყვეტილების გაუქმებაზე, არამედ მცირე კორექტირებების შეტანაზეა, რაც მათი აზრით, პროცესს ნაკლებად მტკივნეულს გახდის. განათლების მინისტრი და ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები მოსაზრებებს ხვალაც გაცვლიან. რა არგუმენტები აქვს მმართველ გუნდს და რა საფრთხეებზე აქცენტირებენ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგენი?!