თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულების: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლეს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა უნდა მოესმინა. პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც.