გეკა გელაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა - Palitra News

გეკა გელაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

2026-02-05 15:36:57+04:00

გეკა გელაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა, პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ წარმატებულ საპოლიციო ღონისძიებებზე. მათ შორის განსაკუთრებით ხაზი გაუსვა თბილისში, სამართალდამცველების მიერ საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ჩართული პირებისა და რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების წევრების გამოვლენა-დაკავების მიმართულებით, ბოლო პერიოდში გაწეულ ძალისხმევას.