როიტერსის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დიპლომატიურმა მრჩეველმა, ემანუელ ბონიმ სამშაბათს, მოსკოვში რუს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართა. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებები შედგა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწესთან, იური უშაკოვთანაც. წყაროები შეხვედრის შესახებ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ, აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ მოლაპარაკებების მიზანი ძირითად საკითხებზე, განსაკუთრებით კი, უკრაინაზე დიალოგის წარმოება იყო.