თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე ხელისუფლება პოზიციას არ ცვლის. სტუდენტებისა და აკადემიური წრეების პროტესტის მიუხედავად, პროცესი გრძელდება. დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც სტუდენტები და პროფესორები შეიკრიბნენ. უნივერსიტეტების გაერთიანებას ასევე ეწინააღმდეგება თსუ-ის სენატიც, რომელიც განათლების სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ამავდროულად, ამ წუთებში გრძელდება ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სხდომაც. განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კონსულტაციები გრძელდება და საუბარია არა პროცესის შეჩერებაზე, არამედ გარკვეულ კორექტირებებზე. რას ამბობენ ამ თემაზე უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და როგორ აფასებენ ამ პროცესს სპეციალისტები?