ხელისუფლებაში განიხილავენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დაცვას უკავშირდება -კიდევ რას აცხადებენ აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური მხარეები? - Palitra News

ხელისუფლებაში განიხილავენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დაცვას უკავშირდება -კიდევ რას აცხადებენ აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური მხარეები?

2026-02-05 21:01:02+04:00

ხელისუფლებაში განიხილავენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დაცვას უკავშირდება. ინიციატივის მიხედვით, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს იმ პირებს, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და სხვებსაც მსგავს ქმედებისკენ მოუწოდებენ. ინიციატივას მხარს უჭერს მთავრობის მეთაურიც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილება საზოგადოებრივი წესრიგისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ასეთი მიდგომა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და განსხვავებული პოზიციის იძულებით მიღებას ემსახურება. კიდევ რას აცხადებენ აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური მხარეები?