დიმიტრი პესკოვი - აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული და რთული სამუშაო იყო - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული და რთული სამუშაო იყო

2026-02-06 15:13:25+04:00

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული და რთული სამუშაო იყო, რომელიც გაგრძელდება.

„მუშაობა გრძელდება. სამუშაო ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, კონსტრუქციული და ამავდროულად ძალიან რთული სამუშაო. ის გაგრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.

4-5 თებერვალს აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა განაცხადა, რომ მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ 314 ტყვის გაცვლაზე. მისივე თქმით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები კონფლიქტის მოგვარების საკითხზე კონსულტაციების გაგრძელებას უახლოეს კვირებში გეგმავენ.