საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს ხვდებიან.
მინისტრთან შეხვედრის მთავარი თემა ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების საკითხია.
მანამდე, მიმდინარე კვირაში, ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას შეხვდნენ.
სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტების რექტორებსა და განათლების მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.