პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა - Palitra News

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

2026-02-07 15:38:44+04:00

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. როგორ მან აღნიშნა, საქართველოში საერთაშორისო ფორუმის გამართვა კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყანა რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. მისივე თქმით, მიუხედავად სერიოზული გლობალური და რეგიონული სირთულეებისა, საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. კობახიძე აღნიშნავს, რომ საერთო ტენდენციები, რომელიც საქართველოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არის ჩამოყალიბებული, უძრავი ქონების სექტორის დინამიკაზე პირდაპირ პროპორციულად აისახება.