საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ადმინისტრაციისგან ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვას ელოდება. მმართველ პარტიაში პოზიტიური მოლოდინი მიხეილ ყაველაშვილისა და ამერიკელი მაღალჩინოსნების შეხვედრებმა გააჩინა. ყაველაშვილის განცხადებით, მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და მიიღო დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება სამუშაო ტექნიკური ჯგუფი.