პოლიტიკური დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე ხელისუფლების ოპონენტთა შორის განსხვავებული პოზიციები არსებობს. მათი ერთი ნაწილი დებატებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს, ხოლო მეორე ნაწილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიებისთვის ემზადება. დღეს დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას მიიღებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი. მისი თანაგუნდელების განცხადებით, ისინი არ გაუშვებენ შესაძლებლობას, რომ ხელისუფლებას პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიცია დაუპირისპირონ.