მედიის ინფორმაციით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარე კვირაში დაიგეგმება. 6 თებერვალს ირანელმა და ამერიკელმა წარმომადგენლებმა ომანის დედაქალაქ მასკატში ბირთვული პროგრამის საკითხზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს, რომლებიც ომანის შუამავლობით მიმდინარეობდა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი შესაძლოა მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართოს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ბირთვულ საკითხზე ამერიკასთან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ამ ფონზე, საერთაშორისო მედია იუწყება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამერიკელ პარტნიორებს აცნობეს, ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა მათთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროების შემთხვევაში, ისრაელი ცალმხრივ მოქმედებას არ გამორიცხავს.