უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა - Palitra News

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

2026-02-09 22:17:15+04:00

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დრონებით თავდასხმის შედეგად აფეთქებების ხმა ისმოდა საპორტო ქალაქში. მედია დაღუპულებზეც იუწყება. იერიშების შედეგად ხანძარი გაუჩნდა ავტომობილებს, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და გაზსადენი.

რუსეთის აგრესიული ქმედებების პარალელურად, აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობას აგრძელებს. საერთაშორისო მედიის ცნობით, ვაშინგტონმა მხარეებს ამერიკაში შეხვედრა შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მომდევნო შეხვედრა შესაძლოა ერთ კვირაში, მაიამიში გაიმართოს. ამასთან, კიევი მხარეების ლიდერების პირისპირ შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით კი, წინა შეხვედრებს რუსეთის მხრიდან დათმობები არ მოჰყოლია.