ინდოეთმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ტანკერები დააკავა - Palitra News

ინდოეთმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ტანკერები დააკავა

2026-02-09 22:17:58+04:00

ინდოეთმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ტანკერები დააკავა. მედიის ცნობით, ინდოეთის სანაპირო დაცვამ მუმბაიდან დაახლოებით 100 საზღვაო მილში სამი გემი 5 თებერვალს შეაჩერა. მათ კონტრაბანდული ნავთობის გადატანა ედავებათ.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი გემი, „სტელარი რუბი“, ირანის დროშის ქვეშ ცურავდა. უწყება აღნიშნავს, რომ ტანკერები იაფ ნედლ ნავთობს ზღვით გადაადგილებდნენ და შემდგომ საერთაშორისო წყლებში სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე ტვირთავდნენ. მათივე ცნობით, გემები ხშირად იცვლიდნენ იდენტობას, რათა სამართალდამცავი ორგანოებისგან პასუხისმგებლობას არიდებოდნენ.