თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის პროცესი გაიმართა - როგორ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი? - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის პროცესი გაიმართა - როგორ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი?

2026-02-10 20:47:21+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის პროცესი გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე. დღევანდელ პროცესს აკვირდებოდნენ აშშ-ისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლებიც - აღნიშნულ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავდნენ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, ხოლო უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამ საქმეში გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.