საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და დიპლომატიური ურთიერთობები გერმანიასთან - ელჩ პეტერ ფიშერთან "ინტერპრესნიუსისა" და "პალიტრანიუსისთვის" ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში ძირითადი აქცენტები დიპლომატის იმ გზავნილებს ეხება, რომელიც ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე გაკეთდა. დიპლომატიური კონსულტაციებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე, სანქციების საკითხი და დასავლეთთან ურთიერთობა კვლავ მთავარი პოლიტიკური საკითხია. კონსულტაციებიდან დაბრუნებული ელჩი აცხადებს, რომ ოფიციალური ბერლინისგან უპირატესი თხოვნაა, შეწყდეს დეზინფორმაციული თავდასხმები გერმანიის, ევროკავშირისა და დიპლომატის მიმართ.