უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს - Palitra News

უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

2026-02-11 20:59:21+04:00

უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ გადაწყვეტილება მარტიდან ამოქმედდება. მმართველი გუნდისთვის გადაწყვეტილება სიახლეს არ წარმოადგენს, ამბობენ, რომ საკითხი დიდი ხნის წინ, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად დაანონსდა. იქნება თუ არა შემდეგი ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციის გაუქმება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის?- ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ევროკომისიაში არაერთხელ უთქვამთ, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმი ორ ეტაპიანია და თუკი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდება, დიპლომატების შემდეგ სავიზო შეზღუდვები მთლიან მოსახლეობაზეც გავრცელედება. მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის მექანიზმად იქცა. ოპოზიცია კი პროცესების ამგვარ განვითარებას არ გამორიცხავს. რა პასუხი აქვს ევროკავშირის წევრების გადაწყვეტილებაზე მმართველ გუნდს?!