აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებას საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებს. ბრიფინგზე ითქვა, რომ ქვეყანა ევროპიდან რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართულებით გადაადგილდა და კვლავ რჩება სანქციებისთვის გვერდის ავლის მარშრუტად. კომისიაში შესაძლო გამოსავლად ძალაუფლების გაზიარებისა და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გადადგომის მზადყოფნა დაასახელეს.