განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალის წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ ფაკულტეტების გაუქმება უნივერსიტეტის აკადემიურ თავისუფლებასა და ინსტიტუციურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. პროფესორთა და სტუდენტთა ნაწილი ამ ინიციატივის გადახედვასა და პროცესში უნივერსიტეტის საზოგადოების სრულფასოვან ჩართვას ითხოვს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ცვლილებები სათანადო საჯარო განხილვის გარეშე მომზადდა და საფრთხეს უქმნის სასწავლებლის დაგროვილ გამოცდილებასა და ავტონომიას. ამ თემაზე დღეს მაშო დიასამიძე მუშაობს და დანარჩენ დეტალებზე სასაუბროდ ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.