მსოფლიოში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე საერთაშორისო ლიდერები მიუნხენის კონფერენციაზე გამოსავლის გზებზე მსჯელობენ. განსახილველ საკითხთა შორის არის რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტი, ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და გლობალური მშვიდობის დამყარების გზები. საერთაშორისო ფორუმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილიც ესწრება - ამასთანავე, მიუნხენში იმყოფება ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიაც.