ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ საერთო დოკუმენტზე, რომლის მიზანიც კოორდინირებული მოქმედებისა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებაა. რამდენიმე პარტია უკვე გაერთიანებულია ამ ფორმატში, თუმცა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო ძლიერი საქართველო“ პროცესში არ მონაწილეობენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საარჩევნო კამპანიის დროულად დაწყება და შეთანხმებული გზავნილებით ამომრჩეველთან გასვლაა. დოკუმენტის დეტალები უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.
ოპოზიციაში მიმდინარე კონსულტაციებზე „რადიო პალიტრას“ ეთერში ისაუბრა სალომე ზურაბიშვილიმაც. მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ის თავადაც ჩართულია მოლაპარაკებების პროცესში.