გამომცემლობა „პალიტრა L“-მა მკითხველებისთვის ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ (Wuthering Heights) ახალი ეკრანიზაციის დახურული კინოსეანსი გამართა. ჩვენება ჩატარდა 12 თებერვალს, „კავეა გალერიაში“ (თბილისი მოლი). ფილმში მთავარ როლებს ჯეიკობ ელორდი და მარგო რობი ასრულებენ.