სუს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა - Palitra News

სუს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

2026-02-16 11:22:27+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა.

მათივე ცნობით, სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, დაზვერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს.