დაეკისრება თუ არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს, თუკი ის კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ ცნობს - Palitra News

დაეკისრება თუ არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს, თუკი ის კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ ცნობს

2026-02-16 12:16:54+04:00

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებებით გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობას. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქართული სახელმწიფო ქართულ პოლიტიკაში „შავი ფულის“ არსებობას არ დაუშვებს. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ დაანსებული ახალი რეგულაციები არა შავ ფულის, არამედ ყველა იმ არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციის ფინანსურად შეზღუდვას ემსახურება, ვინც "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე საუბრობს. გარდა ამისა, დღეს, იურიდიულ საკითხზე კომიტეტზევე გახდება ცნობილი სხვა ცვლილებების შესახებაც კერძოდ, დაეკისრება თუ არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს, თუკი ის კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ ცნობს.