საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - Palitra News

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

2026-02-16 12:22:44+04:00

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, მის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა „სამი სხვადასხვა დასახელების 31 810 კოლოფ უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 159 000 ლარს აღემატება. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. .