უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონკრეტული თარიღის შესათავაზებლად მზად არ არიან, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. გარდა ამისა ლატვიის პრეზიდენტმა, დაადასტურა, რომ კონკრეტული თარიღის განსაზღვრისთვის მზადყოფნა ჯერ არ არსებობს და რომ ეს საკითხი სამშვიდობო შეთანხმებასთანაა დაკავშირებული. ამავდროულად ცნობილია, რომ უკრაინის დელეგაცია ჟენევში მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის უკვე გაემართა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპრაკებები 17-18 თებერვალს არის დაგეგმილი.