ჩეხეთის ქალაქებში ისევ ათასობით ადამიანი გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტ პეტრ პაველის მხარდასაჭერად. აქციების მონაწილეებმა პროდასავლელ პრეზიდენტს თანადგომა გამოუცხადეს მემარჯვენე-პოპულისტ, ევროსკეპტიკოს პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშთან გამწვავებულ კონფლიქტში. პრეზიდენტ პაველის მხარდასაჭერად 15 თებერვალს აქციები გაიმართა ბრნოში, პარდუბიცეში, კარლოვი-ვარისა და სხვა ქალაქებში. ორი კვირით ადრე, 1 თებერვალს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა პრეზიდენტის მხარდამჭერთა აქცია, რომელშიც ორგანიზატორთა თანახმად, 90 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. პრაღაში მომდევნო აქცია მარტში იგეგმება.