საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, აშშ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე ისრაელის დარტყმებს მხარს დაუჭერს - Palitra News

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, აშშ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე ისრაელის დარტყმებს მხარს დაუჭერს

2026-02-16 12:32:33+04:00

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, აშშ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე ისრაელის დარტყმებს მხარს დაუჭერს. „სიბიეს ნიუსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო მაღალჩინოსნებს შორის შიდა დისკუსიებში ირანზე ისრაელის ახალი დარტყმების მხარდაჭერის შესაძლებლობის განხილვა დაიწყო. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ ვარიანტებს შორისაა ისრაელის თვითმფრინავების საწვავით უზრუნველყოფა და პოტენციური მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებიდან ფრენის ნებართვის მიღების დელიკატური საკითხი. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, მეორე ამერიკული ავიამზიდი – „ჯერალდ რ. ფორდი“ და მისი სამხედრო ხომალდების ფლოტილია კარიბის ზღვის აუზიდან გადაინაცვლებდა და ახლო აღმოსავლეთში განთავსდებოდა. უცხოური მედია იუწყება, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ამ კვირაში, ჟენევაშია დაგეგმილი.