ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ - Palitra News

ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

2026-02-16 12:33:32+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს 18 თებერვალს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. თემა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებია. მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ვიდეო მიმართვაში მიგრაციასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ელი მარტიდან მნიშვნელოვნად იზღუდება.

მისივე განმარტებით, გასულ წელს იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე 10 წელში ჯამურად.

„საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან“, - განაცხადა კობახიძემ.