დიმიტრი პესკოვი - რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ბრალდებებს - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ბრალდებებს

2026-02-16 14:39:23+04:00

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ბრალდებებს და მათ მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია კრემლის რეაქცია ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების შესახებ, პესკოვმა უპასუხა: „ეს [რეაქცია] ძალიან ნეგატიურია“.

„ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიღებთ ასეთ ბრალდებებს, არ ვეთანხმებით მათ. ჩვენ მათ მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ მივიჩნევთ და კატეგორიულად უარვყოფთ მათ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა ალექსეი ნავალნი სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით მოწამლა.