საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას იწყებს - Palitra News

საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას იწყებს

2026-02-16 15:20:00+04:00

საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას იწყებს. ორგანიზაცია ამ ეტაპზე იცავს 7 დაზარალებულს, რომლებიც სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ. საია გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციასა და პირების დაზარალებულად ცნობას ითხოვს, საჭიროების შემთხვევაში კი სტრასბურგის სასამართლოსთის მიმართვას გეგმავს.